12:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-17 10:46:56, 943 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია

ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია, ჩემზე უკეთესიც კი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მთავარ დაბრკოლებას ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „რუსეთის პრეზიდენტი, ამ ყველაფრით დაღლილია“.

„ვფიქრობ, პუტინი ამ ყველაფრით დაღლილია. მე ზელენსკისთან რთული შეხვედრები მქონდა, რადგან არ მომეწონა რაც მან თქვა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას კარტები არ აქვს და ეს ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია. ჩემზე ბევრად უკეთესიც კი. ის ვაშინგტონში ჩამოდის და ყოველ ჯერზე 100 მილიონი დოლარით უკან მიდის. ახლა მისი შესაძლებლობები ასეთი აღარ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს.

„ახლა მისი მდგომარეობა კარგად არ გამოიყურება. ეს ყველაფერი ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. ტანკებთან ერთად ტალახში რომ არ ჩაფლულიყო, ისინი ხუთ საათში კიევში იქნებოდნენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ომის დასრულება მხოლოდ მას შეუძლია.

„ჩემ გარეშე შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ჩემ გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics