|
2025-05-16 13:42:45, 878 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და მართლმსაჯულება
სასამართლო და მართლმსაჯულება ჩვენ არ გვაქვს, ეს არის ხელისუფლების დანამატი, რომელიც იმას აკეთებს, რასაც ივანიშვილი იტყვის. იმედი მაქვს, რეჟიმი სწრაფად და რადიკალურად ჩამოიშლება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. ის გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს დაესწრება. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, რეჟიმის სწრაფი ჩამოშლა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს საქართველოსა და რეგიონისთვის. „სასამართლოსგან სერიოზული მოლოდინები არ გვაქვს. სასამართლო და მართლმსაჯულება ჩვენ არ გვაქვს, ეს არის ხელისუფლების დანამატი, რომელიც იმას აკეთებს, რასაც ივანიშვილი იტყვის. იმედი მაქვს, რეჟიმი სწრაფად და რადიკალურად ჩამოიშლება, ეს კი მოიტანს მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოსა და რეგიონისთვის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ მზია ამაღლობელს მხარი დავუჭირო, პროცესზე შევიდე, ასევე შევხვდე ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც აქ არიან. ვიცნობ და მთხოვეს ჩამოსვლა. ასევე, მხარი დავუჭირო მზიას წარდგენას სახაროვის პრემიაზე, რაც ევროპარლამენტის პრეროგატივაა“, - აღნიშნა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)