|
2025-05-15 15:20:17, 614 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ვის უკვირს დაჭერა ამ ქვეყანაში?
დანარჩენებს დაიჭერენ თუ არა არ ვიცი, ვის უკვირს დაჭერა ამ ქვეყანაში? - ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა და მუქარა ვერ გახდა საკმარისი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ოპოზიცია გაეტეხა და მას კომისია ეღიარებინა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, პოლიტიკური რეპრესიებია. „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში ვისაუბრეთ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ასევე, მის გარდა კიდევ 7 პირის სისხლის სამართლის საქმეა ძიებაში, რაც ცალსახად პოლიტიკური რეპრესიებია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა და მუქარა ვერ გახდა საკმარისი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ოპოზიცია გაეტეხა და ამით კომისია ეღიარებინა. კომისია არ აღიარა არცერთმა რეალურმა ოპოზიციონერმა და ყველას პოზიცია არის მტკიცე, მიუხედავად ამ რეპრესიებისა. ეს მაგალითია იმისა, რომ რეჟიმის არ აღიარება და დელეგიტიმაცია არის ოპოზიციის მტკიცე პოზიცია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)