|
2025-05-15 13:12:18, 786 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია
ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია - დიპლომატი ქვეყანაში რომ მუშაობს, მინიმუმ მეგობრულ განწყობას მაინც უნდა ამჟღავნებდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დიპლომატის მხრიდან არაკორექტული, არადიპლომატიური და ზოგ შემთხვევაში, მტრული განცხადებები შეშფოთებას იწვევს. „არ მიკვირს, რომ საზოგადოებრივად აქტიური პიროვნებები შეშფოთებული იყვნენ იმ მოქმედებით, რომელიც რიგ დიპლომატებს ახასიათებთ. წარსულსაც რომ არ შევხედოთ, რეალობაშიც, მაგალითად, ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია. დიპლომატი ქვეყანაში რომ მუშაობს, მინიმუმ მეგობრულ განწყობას მაინც უნდა ამჟღავნებდეს. რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს რიგი დიპლომატის მხრიდან არაკორექტული, არადიპლომატიური და შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, მტრული განცხადებებიც და პირდაპირი გაცხადებული პოზიცია, რომ მხარს უჭერენ და ახალისებენ რადიკალურ აქტივიზმს და უფრო მეტიც, ამ რადიკალებისგან გამოწვეულ რევოლუციურ პროცესებს," - განაცხადა წილოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)