|
2025-05-14 15:27:48, 774 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ქვეყანა ჩრდილო კორეისკენ მიექანება
ირაკლი ოქრუაშვილი ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია - ზუსტად ვიცი, გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულით ის იმ ფაქტს ეხმაურება, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. „ათასი პრეტენზია შეიძლება გქონდეს ირაკლი ოქრუაშვილთან, მაგრამ, ფაქტია რომ მაგარი ვაჟკაცია ბიჭია. უკრაინაში ერთ ქვედანაყოფში ვიყავით და ერთ შენობაში რამდენიმე კვირა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი საბრძოლო დავალებაზე რომ გავიდა მისი ჯგუფი. ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია. ზუსტად ვიცი, გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება, ფაქტია, რომ ქვეყანა კიდევ ჩრდილო კორეისკენ მიექანება“,- წერს ელისაშვილი. ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)