|
2025-05-11 16:02:31, 980 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე
ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე! შედეგი არის ქვეყანაში თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, სადაც არჩევითობა დაბრუნდება. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და არა ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება ,- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ “ახმეტელის მეტროსადგურთან” განაცხადა, საიდანაც აშშ-ს საელჩოს მიმართულებით “ერთობის მარში” გაიმართება სახელწოდებით: “მადლობა მეგობარს”. როგორც მელიამ აღნიშნა, საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგობრივ მოძრაობაშია. “არაფერი განსხვავებული არ ხდება. ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე. შედეგი არის ქვეყანაში თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, სადაც არჩევითობა დაბრუნდება. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და არა ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება, სადაც ხალხი არაფრის გამოა დაკავებული, ცრუმოწმეები მრავლდებიან და მრავლდებიან, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ ჰგავს სახელმწიფო ინსტიტუტს, სახელმწიფო სამსახურში ყველა მუშაობს ერთი ადამიანის ნება-სურვილზე”,- აღნიშნა მელიამ. რაც შეეხება “MEGOBARI აქტის” შესახებ დასმულ კითხვას, ნიკა მელიას თქმით, “მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო, დემოკრატიული წესწყობილება. ყველა საერთაშორისო პარტნიორი ამ პროცესში ქართველი ხალხის ნებას ეხმარება”.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)