|
2025-05-10 15:40:46, 884 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია
ორგანიზაცია [„ქართული ოცნება“], რომელიც დასავლეთის მტერია, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია - ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასეთი განცხადებების ფონზე დასავლეთთან მჭიდრო კავშირი ექნებათ და მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ წევრებისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ ყველაფერს სამწუხარო შედეგი მოჰყვა, რომ ხელისუფლება იზოლირებული და სანქცირებულია, რომელმაც შესაძლოა „სისტემის დემონტაჟი“ გამოიწვიოს. „ორგანიზაცია [„ქართული ოცნება“], რომელიც დასავლეთის მტერია, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევი, რევოლუციების მომწყობი და კონფლიქტების დამწყებია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასეთი განცხადებების ფონზე დასავლეთთან მჭიდრო კავშირი ექნებათ და მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება. შედეგი იქნება სამწუხარო, რადგან დე-ფაქტო ხელისუფლება იზოლირებული და სანქცირებულია და ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ამ სისტემის დემონტაჟი მოხდეს და ამ ყველაფრის მთავარი კომპონენტი, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ბრძოლა და საერთაშორისო წნეხი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)