|
2025-05-09 15:45:04, 841 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყოფნას არავითარი მოსაწვევი არ სჭირდება
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყოფნას არავითარი მოსაწვევი არ სჭირდება - აქ ყოფნას სჭირდება ევროპის და პირველ რიგში, საქართველოს სიყვარული, მაგრამ „ჰეზბოლას“ ძმაკაც კობახიძეს არ უყვარს საქართველო და ვერ იტანს ევროპას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აცდენილია საქართველოს მოსახლეობის 85%-ის გეოპოლიტიკურ არჩევანს და სწორედ ამიტომ, „ისინი გახმებიან როგორც ხე ფესვების გარეშე“. „არავითარი მოსაწვევი აქ ყოფნას არ სჭირდება. ევროპელი პრემიერ-მინისტრი და ევროპული მთავრობა, ბუნებრივია, აქ იქნებოდა. დღეს აქ იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს აქ ვართ, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოვადგენთ პროევროპული ქართველი ხალხის ნებას. არავითარი მოსაწვევი აქ ყოფნას არ სჭირდება. აქ ყოფნას სჭირდება ევროპის და პირველ რიგში, საქართველოს სიყვარული, მაგრამ „ჰეზბოლას“ ძმაკაც კობახიძეს არ უყვარს საქართველო და ვერ იტანს ევროპას. ეს არის განაცხადი, რომ ისინი არ არიან თანხვედრაში ევროპული კავშირის ელჩებთან, ევროპული კავშირის პოლიტიკასთან, იმ საერთო ღირებულებებთან, რაც გააჩნია ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს და რომ ისინი არიან აცდენილი საქართველოს მოსახლეობის 85%-ის გეოპოლიტიკურ არჩევანს. სწორედ ამიტომ, ისინი გახმებიან როგორც ხე ფესვების გარეშე, იმიტომ რომ ამ რეჟიმს არავითარი ლეგიტიმაცია, არავითარი ფესვები ამ საზოგადოებაში არ გააჩნია“, - განაცხადა გეგელიამ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის საელჩომ პროტოკოლი დაარღვია და მთავრობას ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი არ გაუგზავნა. ამის გამო, კობახიძემ საელჩო საბჭოურ მიდგომაში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)