00:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 13:20:43, 752 ნახვა

ეკონომიკა
„გალტ & თაგარტმა” საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის წოდება მიიღო

„გალტ & თაგარტმა” საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის, საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანიისა და კორპორატიულ ფინანსებში საუკეთესო მრჩეველის წოდება მიიღო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, Global Banking & Finance Review -მ გალტ & თაგარტი დაასახელა, როგორც 2016 წლის „საუკეთესო მრჩეველი კორპორატიულ ფინანსებში საქართველოში“, ასევე „საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანია საქართველოში“ და „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში“.

„გალტ & თაგარტი მოწოდებულია გაუწიოს მის კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში. ჩვენი საბროკერო მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს შეუდარებელ რეგიონალურ გამოცდილებას  და წამყვან   ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას. აღნიშნული ჯილდოები არის ხსენებული მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“, - განაცხადა გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

Global Banking & Finance Review არის მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ონლაინ და ბეჭდური გამოცემა, რომელიც მსოფლიო ფინანსურ თანამეგობრობას აწვდის დაბალანსებულ, ინფორმაციულ და დამოუკიდებელ მონაცემებს. ჟურნალს მსოფლიოს 200-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში ყავს მკითხველი, კითხულობენ როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, მსხვილი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics