|
2025-05-02 21:48:29, 1104 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - წინააღმდეგობის პლატფორმა მაგალითია, რომ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა
პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პალიტრანიუსის ეთერში სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმაზე ისაუბრა, სადაც განსხვავებული პარტიები სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობენ და თქვა, რომ აღნიშნული პლატფორმა წარმოადგენს კოალიციური მთავრობის ერთგვარ მაგალითს. "წინააღმდეგობის პლატფორმა არის მაგალითი იმის, რომ განსხვავებულ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა პრაქტიკულ საკითხებზე, ეს არის კოალიციური მმართველობის მაგალითი მინი დონეზე, ოღონდ ჯერ ძალაუფლება არ გაქვს, ეს მანდატი ხალხისგან უნდა მიიღო. მაგრამ იმ შინაარსზე, რაც პრეზიდენტის ქარტიაში იყო და იმ ნაბიჯებზე რაც პროტესტის მხარდაჭერისთვის არის საჭირო სწორედ განსხვავებული პარტიები თანამშრომლობენ ამაზე იქ. ეს პლატფორმა არის მოდელი მართლა თანამშრომლობის, იმ ხალხის, ვისაც ერთმანეთი არ მოსწონთ პერსონალურად, განსხვავებული იდეოლოგიები აქვთ, მაგრამ რაზეც თანხმდებიან იმ საკითხებზე შეუძლიათ ერთობლივი გზავნილები ჰქონდეთ საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნითაც, ამას აკეთებს ეს პლატფორმა. იგივე უნდა მოხდეს რეფორმების იმ მინიმალურ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც, რაც საჭიროა, რომ უფსკრულის პირიდან გამოვიდეთ, ოღონდ თან კონკურენციაც შენარჩუნდება - ეს არის კოალიციური მმართველობა და ხალხისთვისაც უნდა იყოს თვალსაჩინო, რომ ეს შესაძლებელია და ამ თვალსაზრისით, ოპოზიცია უკეთეს ფორმაშია ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო, მაგრამ ეს საკმარისი ჯერ არ არის". - თქვა ბოკერიამ. ცნობისთვის, 31 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროევროპული პარტიების მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა იქმნება.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)