|
2025-05-01 11:21:22, 740 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რომ არა თითოეული პოლიციელის მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა, ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ეკონომიკურ გუნდთან ერთად ყველაფერზე პასუხისმგებლობა მიუძღვის ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს. მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კობახიძემ მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და უსაფრთხოება. „გახსოვთ, რა პროცესები გამოვიარეთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და რომ არა უმაღლესი მოწოდების სიმაღლეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის, თითოეული პოლიციელის დგომა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და არ გვექნებოდა ეკონომიკური ზრდის ასეთი მონაცემები. ბატონ ვახტანგს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ასევე, ეკონომიკურ გუნდს დიდი მადლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)