00:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 19:29:50, 756 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 16 მარტს აჭარას ეწვევა

გიორგი კვირიკაშვილი  ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილი სამკურნალო დაწესებულება პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. პრემიერ-მინისტრი ასევე დაათვალიერებს მრავალფუნქციურ სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექს "Porta Tower"-ს, რომლის  მშენებლობაც 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.  

გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის „IUHB" გახსნის ცერემონიას დაესწრება. ჰოსპიტალი 103 პაციენტზეა გათვლილი და 400 ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტდა. მაღალი სამედიცინო-ტექნოლოგიური სტანდარტებით და მაღალი კლასის მომსახურებით გამორჩეული კლინიკა, რეგიონის მცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს, აჭარაშივე იყვნენ უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით. 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics