|
2025-05-01 10:14:04, 815 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ვალენსიაში იმყოფება, სადაც ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი გაიმართა. “კონგრესის ფარგლებში პარტიის თავმჯდომარემ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს თინა ბოკუჩავამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს მომავალზე, უსაფრთხოებაზე და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე ისაუბრეს. პარტიის თავმჯდომარემ ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და უპირობო გათავისუფლების აუცილებლობაზე, საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის თაობაზე, ისევე როგორც უახლოეს მომავალში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)