|
2025-04-30 20:47:15, 1145 ნახვა
პოლიტიკა
MEGOBARI აქტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის ეტაპზე გადადის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
Foreign Press USA-ის კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, მომავალ კვირას აშშ-ს წარმომადგენელტა პალატაში MEGOBARI აქტის კენჭისყრაზე გამოტანა იგეგმება. "MEGOBARI აქტი, რომელიც 2025 წლის დასაწყისში კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს, უკვე გადის საბოლოო განხილვაზე და მომავალი კვირისთვის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უყრიან კენჭს" - წერს რაუფოღლუ პლატფორმა X-ზე. რაუფოღლუს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმეტში ნათქვამია, რომ კანონპროექტი მიმართულია საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმის და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ და მისი მიზანი საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა, უსაფრთხოების განმტკიცება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებაა. აქტი ამერიკის პრეზიდენტს ივანიშვილის რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)