|
2025-04-30 16:33:19, 700 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე - ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი,- ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის ანგარიშს გამოეხმაურა. მისივე თქმით, სუს-ის ანგარიში მოსკოვშია დაწერილი. „ამ ანგარიშიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ ის არ არის დაწერილი საქართველოს დედაქალაქში, არ არის დაწერილი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრიზმიდან, ეს არის მოსკოვში დაწერილი ანგარიში. ის ზუსტად ისე აფასებს საქართველოს საკითხს, ისე უყურებს საკითხებს, როგორც მოსკოვი უყურებს საქართველოს უსაფრთხოების თემას. მძიმეა იმის ნახვა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი “, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა. ინფორმაციისთვის, სუს-ის ანგარიშის თანახმად, პირთა გარკვეული ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას. სუს-ის ანგარიშში აღნიშნული იყო რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)