|
2025-04-30 15:00:48, 642 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია
დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე მოძიებულია, რომლებიც მათ საკუთრებაში ეტაპობრივად გადაეცემათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უსახლკაროდ რეგისტრირებული 400 ოჯახიდან 300-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილებულია. „მინდა, შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს - უსახლკარო ოჯახების თემას, რომლის მოგვარებაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. სამწუხაროდ, დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან. ქალაქში რეგისტრირებული იყო 400-მდე უსახლკარო ოჯახი, რომელთაც არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. შესაბამისად, უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები. 300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით, დღევანდელ სხდომაზე კი, დამატებით შესაბამისი ფართები გამოვიტანეთ, რომლებიც შემდგომ სარგებლობის უფლებით გადაეცემათ იმ ოჯახებს, ვინც სახლების მიღებას ელოდება. აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებულია, ექსპლუატაციაშია მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ. „აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია მიღებული, ნაწილი კი მშენებლობის პროცესშია. საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ მას შემდეგ, რაც მათი საცხოვრებლად საჭირო კონდიციაში მოყვანა მოხდება. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა იმ მუნიციპალურ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. შეძლებისდაგვარად, გვერდში დავუდგებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს და პრობლემების პირისპირ მარტო არ დავტოვებთ“, - აღნიშნა კალაძემ.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)