|
2025-04-29 12:27:30, 736 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიშს მოისმენენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიშს მოისმენენ. საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია. პარლამენტმა ასევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით - 5 ივნისამდე გაგრძელების თაობაზე. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის ინფორმაციით, კომისიამ 13 თებერვლიდან 17 სხდომა გამართა, 55 პირი გამოკითხა, საიდანაც 30-მდე პირი დაზარალებული იყო. „შემოსულია 400-მდე განცხადება, საიდანაც 300-ზე მეტი განცხადება უკვე დამუშავებულია. ირკვევა, რომ ყველაზე მეტი განცხადება თუ განცხადება-საჩივარი დიდწილად საკუთრების უფლების დარღვევას და წამება-არაადამიანურ მოპყრობაზეა. დასკვნის პროექტის წერა მიმდინარეობს და 100-ზე მეტი გვერდი უკვე შედგენილია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. XI მოწვევის პარლამენტში საგამოძიებო კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით შეიქმნა. კომისიის შექმნის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“. თავდაპირველად კომისიას 2003-2012 წლამდე მომხდარი ფაქტები უნდა შეესწავლა, თუმცა მოგვიანებით უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა და კომისიას მანდატი დღევანდელ დღემდე გაუფართოვა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)