04:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 16:31:32, 795 ნახვა

საზოგადოება
პირველ მაისს ჭიათურაში ფართომასშტაბიანი აქციაა დაგეგმილი

როგორც ტარიელ მიქაცაძემ აღნიშნა, 60 დღეა, რაც მაღაროელები მოითხოვენ, რომ მთავრობამ ყურადღება მოაქციოს ჭიათურას.

„იცით, რომ მესამე დღეა, რაც მშრალი შიმშილობა გამოაცხადა ჩვენმა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ირაკლი ჯიქიძემ. დღეს, ის გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, მიიღო წამლები და პროტესტის იგივე ფორმას მიმართა.

ასევე, დღეს დაიწყო შიმშილობა ხუთმა ადამიანმა, თუმცა მსურველი ბევრია, აქ ვინც ვსხედვართ, შიმშილობის მსურველები ვართ, როდესაც ჩავალთ, ამ პროცესს გავაგრძელებთ. 60 დღე ვითხოვთ ერთადერთს - მთავრობამ ყურადღება მოაქციოს ჭიათურას. ოფიციალურადაც რამდენჯერმე მივმართეთ პრემიერს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, საპატრიარქოს. დღეს ვიყავით მეცნიერთა ეროვნულ აკადემიაში, ყველანაირი კანონიერი ძალა ვცადეთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ, მოვიდეს მთავრობა, ან ჩვენ მივიდეთ. გვსურს გავიაროთ ჭიათურის საკითხი, წელიწადში ერთხელ და ორჯერ არ მოხდეს გაფიცვა, საპროტესტო გამოსვლები.

1-ელ მაისს ფართომასშტაბიანია აქცია გვაქვს ჭიათურაში დაგეგმილი. მშრომელთა დღეს კიდევ ერთხელ დავუფიქსირებთ საქართველოს და მსოფლიოს, რომ ჭიათურაში არის სწორი და ფართომასშტაბიანი სოციალური პროტესტი. ამ პროტესტს მთავრობიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია“,- აღნიშნა ტარიელ მიქაცაძემ.

როგორც ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, ისინი აპროტესტებენ ბოლო დროს კომპანიის მიერ შემოთავაზებულ განცხადებას, ვინაიდან მათივე შეფასებით, „დათქმებში თავმოყრილია ის, რაც მომავალში ჭიათურას ჯოჯოხეთად ექცევა“.

„საპროტესტო აქციის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ კომპანიამ 27 მარტს ოფიციალურად გამოგვიცხადა რომ 3620 ადამიანი, რომელიც „ჯორჯიან მანგანზეშია“ დასაქმებული, სამსახურიდან დაითხოვა არაოფიციალურად, SMS-ის მეშვეობით. ხალხი ქუჩაში გამოვიდა ხელფასის მოთხოვნით, იმ პირობების დაკმაყოფილების მოთხოვნით, რაც ჭიათურაში არ არის.

მესამოცე დღეს, რა შედეგსაც მივაღწიეთ, არის ის, რომ ხელფასი, რომლის დარიგებასაც კომპანია არ აპირებდა, 2 თვის ანაზღაურება მეტ-ნაკლებად დარიცხეს. კომპანია, რომელიც აცხადებდა, რომ წამგებიანია მიწისქვეშა სამუშაოები და გადიოდა, ისევ შემობრუნდა, გადაიფიქრა და იწყებს სამუშაოების აღდგენას დათქმებით და პირობებით. დათქმებშია ის, რაც მომავალში ჭიათურას მომავალში ჯოჯოხეთად ექცევა“,- აღნიშნავს მიქაცაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics