08:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 14:25:33, 780 ნახვა

სამართალი
ნიკა მელია ბრალის წარდგენაზე - აბსურდული და უკანონოა ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ

ყველა აქტიური ადამიანის, ვინც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაშია ჩართული, გზები დროდადრო ე.წ პროკურატურაზე, სასამართლოზე და ციხის საკნებზე გადის - აბსურდული და უკანონოა ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე საათში შევხვდებით გვერდითა შენობაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იძულებულია, რომ რეპრესიები გაზარდოს.

„ყველა აქტიური ადამიანის, ვინც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაშია ჩართული, გზები დროდადრო ე.წ პროკურატურაზე, სასამართლოზე და ციხის საკნებზე გადის, თუმცა ეს დროებითია. ივანიშვილი ხვდება, რომ ნახევრად დემოკრატიული წყობა, ანუ ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმი მისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან შესაძლოა, ხალხის რისხვა ისე დაატყდეს თავს, რომ ხელისუფლება დაკარგოს, ამიტომ იძულებულია, რომ რეპრესიები გაზარდოს.

რაც უფრო მეტ რეპრესიულ ნაბიჯს გადადგამს ივანიშვილი, რაც არ უნდა პესიმისტურად უნდა იყოს ხალხი განწყობილი ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა არ შეცვლასთან დაკავშირებით, ეს რეჟიმი შეიცვლება. საქართველოს მოქალაქე - საბჭოთა საქართველოს მოქალაქე ვერ გახდება.

რაც შეეხება ბრალს, აბსურდული და უკანონოა ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე საათში შევხვდებით გვერდითა შენობაში [საქალაქო სასამართლოში]“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.

ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.

აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics