18:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 10:59:36, 4538 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე - რძის საკითხი ჩემთვის, როგორც მშობლისთვის არ დასრულებულა და აუცილებლად მივყვები ბოლომდე

რძის საკითხი ჩვენი შვილების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ეს არის თემა, რომელსაც თვალ-ყურის მიდევნება სჭირდება - ამ თემაზე უნდა მოეწყოს საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძის შეფასებით, რძის პროდუქტებთან დაკავშირებით საზოგადოებამ ვერანაირი სიმართლე ვერ გაიგო.

„მინდა შევეხო რძის საკითხის, რომელიც ჩაიხურა. ეს საკითხი დასრულდა?! არ დასრულებულა. რაიმე სიმართლე გავიგეთ?! ვერაფერი ვერ გავიგეთ. ბოლო-ბოლო ეს ჩვენი რძე მოწამლულია, თუ არ არის მოწამლული?! სავარაუდოდ, სურსათის უვნებლობის სამსახური არ იყო გაფრთხილებული, როდესაც გამოაცხადა რძეში სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების არსებობა, რასაც მოყვა საზოგადოების აღშფოთება. მეორე დღეს კი გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ყველაფერი რიგზეაო. ეს არის ჩვენი შვილების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ეს არის თემა, რომელსაც სჭირდება თვალ-ყურის მიდევნება. თუ საუბარია საგამოძიებო კომისიის მოწყობაზე, ამ თემაზე უნდა მოეწყოს საგამოძიებო კომისია. ნამახვანზე, შოვზე, ორივე საკითხზე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიას, რათა დაგვედგინა სიმართლე, თუმცა იქაც ვერაფერი ვერ გავიგეთ. არაფერი არ გამოსწორებულა და ისევ ისეა ყველაფერი დატოვებული. რძის საკითხი ჩემთვის, როგორც მშობლისთვის არ დასრულებულა, აუცილებლად მივყვები ბოლომდე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics