|
2025-04-17 19:41:20, 677 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გამოკითხვაზე დავაფიქსირე, რომ პარლამენტი არ არსებობს ქვეყანაში, ძალაუფლება არის მიტაცებული
რაღაც დაჯგუფება გამაგრებულია პარლამენტის შენობაში და თავის თავზე გიჟივით იძახიან: „კომისია ვარ, კომისია ვარ“, ამ საქმესთან დაკავშირებით ვიყავი მოწვეული, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. გიორგი ვაშაძის განცხადებით, გამოკითხვაზე დააფიქსირა, რომ ქვეყანაში პარლამენტი არ არსებობს და ძალაუფლება მიტაცებულია. „კითხვებს მისვამდნენ და დავაფიქსირე, რომ პარლამენტი არ არსებობს ქვეყანაში, ძალაუფლება არის მიტაცებული. რაც შეეხება დაჯგუფებას, ეს დაჯგუფება არის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შექმნილი და ერთადერთი რასაც აკეთებს არის ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამაზე იყო საუბარი, მეტი არაფერი. შემიძლია სამართლებრივად დაგისაბუთოთ, რატომ არის უკანონო ეს პარლამენტი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, ვაშაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ითხოვა. პროკურატურამ გამოძიება 349-ე მუხლით დაიწყო, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურამ გამოძიება ვაშაძის წინააღმდეგ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)