04:43 - 29 Jun, 2026
|
2025-04-16 09:24:55, 1152 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს, არიან დაშავებულები
რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები და საწყობები. „დარტყმამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა. მოგვიანებით, ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და საწყობები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)