|
2025-04-15 14:28:39, 757 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - საზოგადოება ჩვენს მდგომარეობაში უნდა შევიდეს!
ჩვენ არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ნინო ლომჯარიას დანიშვნა, არც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და არც გიორგი გახარიას გაპრემიერება - უბრალოდ, მაშინ მაგდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა და ჩვენი სუვერენიტეტი განმტკიცებული არ იყო! საზოგადოება ჩვენს მდგომარეობაში უნდა შევიდეს! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა გააკეთა. მაჭავარიანმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ახლა ხელისუფლება არავის არაფერს ეკითხება, არაფერს ითვალისწინებს და ყველა ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ეხება, საქართველოშივე მიიღება. აქვე, მაჭავარიანმა ახალგაზრდებს „უმორჩილესად“ მიმართა, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას თვალყური მიადევნონ. „ოპოზიციონერებმა და მათმა ტელევიზიებმა ყური მიაჩვიეს, თითქოს რაღაც რეჟიმის პირობებში უწევთ ცხოვრება. უყურეთ რა ხდება და რას ჰყვებიან დაზარალებული ოჯახები. ახალგაზრდებო! ამის მერე კარგად მიხვდებით, თუ რა არის ტოტალიტარული რეჟიმი და რეალურად გაავლებთ პარალელს, თუ როგორ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენ დღეს. გთხოვთ, შეგნებით იაზროვნოთ და რაღაც ტრენდებს არ აჰყვეთ. კოალიცია არ არსებობს - არჩევნებში 51% ამ ოთხ რადიკალურ პარტიას რომ აეღო, თქვენ ხელისუფლებაში მოგყავდათ მოძალადეები, მკვლელები, გამაუპატიურებლები, რეკეტიორები, აფერისტები - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, რევანშისტული ზრახვებით. როცა საარჩევნო უბნებზე მიხვალთ, კარგად გაიაზრეთ, რა მოჰყვება თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯს და თქვენს მიერ მიცემულ ხმას. გამოდით შემდეგი პრინციპიდან, რომ ხმა მისცეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მშვიდობას! ხმა უნდა მისცეთ იდენტობის გაძლიერებას! ხმა უნდა მისცეთ მამულს, ენას და სარწმუნოებას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)