04:39 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 10:42:07, 771 ნახვა

მსოფლიო
ვიაჩესლავ ვოლოდინი - კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„კალასი უნდა გადააყენონ თანამდებობიდან და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ“, - დაწერა ვოლოდინმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, კალასმა მუქარაზე გადაინაცვლა და ულტიმატუმი წაუყენა არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს, არამედ იმ კანდიდატებსაც, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ და მოითხოვა, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს.

„კალასის განცხადება უპატივცემულობაა იმ ადამიანების ხსოვნის მიმართ, ვინც თავი გასწირა მსოფლიოს ფაშიზმისგან გადასარჩენად“, - აღნიშნა ვოლოდინმა.

მისი თქმით, რუსეთში მიღებულია კანონი, რომელიც კრძალავს ნაციზმის რეაბილიტაციას და არსებობს რეგულაციები, რომლებიც კალასის მსგავსი ადამიანების პასუხისგებაში მიცემის საშუალებას იძლევა.

„დადგება დრო, როდესაც ის და მისი მსგავსი ადამიანები პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის, რომლებიც შეურაცხყოფენ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც მსოფლიო გადაარჩინეს. ჩვენი მოვალეობაა მათი დაცვა“, - განაცხადა ვოლოდინმა.

კაია კალასმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში და ამის ნაცვლად, სოლიდარობა გამოხატონ უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ევროკავშირს ასევე არ სურს, რომ მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს ბლოკის რომელიმე პოტენციური წევრი შეუერთდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics