|
2025-04-15 09:37:21, 1477 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკვე 34 დღეა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს
უკვე 34 დღეა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „34 დღის წინ უკრაინამ ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დადებითი პასუხი გასცა. უკვე 34 დღეა, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს. პუტინი კვლავ ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული. რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები აუდიტორიას იმ იდეისთვის ამზადებენ, რომ დიპლომატია არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, „ამის მიზეზი ის არის, რომ მოსკოვში არ ეშინიათ და თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი ომს გააგრძელებენ“. „ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს. მშვიდობაა საჭირო და ის ხანგრძლივი უნდა იყოს. უკრაინას ეს ომი არასდროს სურდა. როდესაც ომი დასრულდება მსოფლიო ნათლად გაიგებს: ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთს, აგრესორს, აიძულეს მშვიდობას დათანხმებულიყო. იმავე აგრესორს, რომელიც უკრაინის მიწაზე 2014 წელს მოვიდა, 11 წლის წინ. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალი წლის განმავლობაში არ გაგრძელდეს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)