|
2015-02-17 12:09:25, 695 ნახვა
პოლიტიკა
ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოში არსებული მდინარეების შესწავლას ოქტომბერში დაასრულებს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, სამინისტრო საქართველოში არსებული მდინარეების შესწავლას ოქტომბერში დაასრულებს. როგორც კალაძემ „თიბისი ბანკის" მიერ ორგანიზებულ ენერგოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მდინარეების შესწავლა სექტორში ინვესტიციების მაქსიმალურ მოზიდვას განაპირობებს. „ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ენერგეტიკის განვითარების გარეშე საქართველოს ეკონომიკური განვითარება და წინსვლა წარმოუდგენელია. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. ჩვენი მდინარეები ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა, მაგრამ ამ ეტაპზე არსებული ჰიდროპოტენციალის მინიმუმია ათვისებული. საქართველოში დაახლოებით 25 ათასი მდინარეა, აქედან დაახლოებით 300 ენერგეტიკულად საინტერესო, ჩვენ მათი მოკვლევა დაწყებული გვაქვს და დაახლოებით ოქტომბერში გვექნება სრული სურათი. ეს რა თქმა უნდა, სექტორში ინვესტიციების მაქსიმალურ მოზიდვას განაპირობებს. ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გონივრული გამოყენების პერსპექტივა ეკონომიკურად გამართლებული და აუცილებელია“,-განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს რეალურად აქვს იმის საშუალება, რომ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს. „ საქართველოს ნამდვილად და რეალურად აქვს იმის საშუალება, რომ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს და უფრო მეტიც, საქართველოში გამომუშავებული ენერგია არამხოლოდ ქართულ ბაზარზე იყოს მოხმარებული, არამედ მისი ექსპორტი მეზობელ ქვეყნებშიც განხორციელდეს. სამინისტრო აქტიურად მუშაობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჩვენ ასევე რეგულაციების მხრივ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ, რაც თავისთავად ინვესტიციების განხორციელებაზე აისახება",-განაცხადა კახა კალაძემ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)