|
2025-04-13 11:24:52, 873 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - რუსეთშია შექმნილი ბრძოლის სტრატეგია, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი იყენებს
ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ჩვენია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს. ვაშაძის განცხადებით, ტყუილი და დეზინფორმაცია რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს. "თუ ერს მოჰპარე იდეა,მას აღარ რჩება არც მიზანი, არც წინააღმდეგობის ძალა. მტერი არ ცდილობს დაგარწმუნოს, ის ცდილობს, რომ სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში აგერიოს და საბოლოოდ სიმართლე ტყუილში დაახრჩოს. ეს ქაოსი შემთხვევითი არ არის, ეს არის იარაღი. იარაღი, რომელიც მიზნად ისახავს: გმირობა გადაიქცეს სისულელედ, მორჩილება – სიბრძნედ. ეს რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს: „შექმენი იმდენი ურთიერთგამომრიცხავი „სიმართლე“, რომ ხალხმა ვეღარ გაარჩიოს და ბოლოს გაჩუმდეს." გიხლართავენ სინამდვილეს ისე, რომ ეჭვი შეგეპაროს შენს გრძნობაში, მეხსიერებაში, სამშობლოში და თვით გმირშიც კი. გწყვეტენ ყველა ღირებულებით საყრდენს, რომ დარჩე დაბნეული, დათრგუნული, დემორალიზებული და მორჩილი. როგორ მუშაობს ეს? გეუბნებიან: ანწუხელიძე "უაზროდ გაწირეს" ცხრა აპრილი – "უაზრო მსხვერპლი" გმირობა – "პიარია" რუსეთისადმი დათმობა – "პრაგმატიზმია" დღეს ევროპა "მტერია", ხვალ — თვითონვე მიდიან ბრიუსელში "მშვიდობის საძიებლად". „დიფსთეითი“ მარცხდება-"დიფსთეითი" იმარჯვებს შედეგი? ხალხი იბნევა. აღარ იცის, ვის დაუჯეროს. აღარც იცის, რისთვის იბრძოლოს, რა ქნას და ბოლოს – ჩუმდება. აი ეს არის მათი მიზანი. რას ვპასუხობთ ჩვენ? როცა გმირს გართმევენ — მეხსიერება უნდა დაიცვა. როცა ტყუილს გვახვევენ — სიმართლე უნდა ილაპარაკო. როცა ყველა ჩუმდება — შენი ხმა ყველაზე ძვირფასი ხდება. ეს ბრძოლა უკვე დაწყებულია. და ჩვენ ვეუბნებით: ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ჩვენია!", - წერს გიორგი ვაშაძე „ფეისბუქზე“.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)