|
2016-03-14 20:03:52, 595 ნახვა
საზოგადოება
კონტრაქციის მონაწილეები ვლადიმერ პაპავას კაბინეტის კარის შემტვრევას ცდილობენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პირველ სართულზე, სადაც რექტორ ვლადიმერ პაპავას კაბინეტია, დაძაბული ვითარებაა. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რექტორის კაბინეტის კარის შემტვრევას ცდილობენ. ორ სტუდენტურ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცავი, რომლებიც ცდილობენ, დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება არ მისცენ. ცნობისთვის, თვითმმართველობის წამრომადგენლები და მათი მხარდამჭერები თუს-ს რექტორ ვლადიმერ პაპავას გადაყენებას მოითხოვენ, ხოლო თსუ-ში შეკრებილი ის სტუდენტები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქციას მართავენ, ითხოვენ, ე.წ. ოდეერებმა დატოვონ უნივერსიტეტი, დაიწყოს გამოძიება და მოხდეს სისტემური ცვლილებები. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა, გიორგი გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნა იყო, რაც დაკმაყოფილდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)