|
2016-03-14 19:03:32, 594 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თურმანიძეების ოჯახს საკვები პროდუქტი გადაეცა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერით, თურმანიძეების სოციალურად დაუცველ - მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 9 წევრიან ოჯახში 4 მცირეწლოვანი ცხოვრობს. ოჯახის სოციალური მდგომარების ხელახლა შესწავლის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალმა შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო. ქულის მინიჭების შემდეგ განიხილება ოჯახის მცირეწლოვან, 6 თვის ბავშვზე კვების ვაუჩერის გაცემის საკითხი. თურმანიძეებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაც გადასცემს. ოჯახს ბავშვის ერთი თვის საკვები პროდუქტით უცნობი მოქალაქეებიც დაეხმარნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)