|
2016-03-14 18:48:21, 1636 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ,,ჯანმრთელობის გაკვეთილები” განაახლა
აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრები დაიწყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში, აჭარის სკოლებში შეხვედრა–საუბრები VIII – XII კლასების მოსწავლეებთან წელსაც გრძელდება. „ჯანმრთელობის გაკვეთილების თემები მრავალფეროვანია მოსწავლეთა ინტერესებისა და მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით. ამჯერად შეხვედრა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში შედგა. შეხვედრის მიზანი კომპეტენტური ინფორმაციის ფლობაა თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობის შესახებ; ასევე მოზარდთა დარწმუნება, რომ ყოველთვის არსებობს მავნე ჩვევაზე უარის თქმის იმაზე უკეთესი მიზეზი, ვიდრე დაწყებისა. გასულ წელს ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში აჭარის სკოლებში ჩატარდა 300–ზე მეტი შეხვედრა 8000–ზე მეტი მოსწავლისათვის“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)