|
2025-04-10 15:10:52, 590 ნახვა
პოლიტიკა
ევგენია კრავჩუკი - ჩვენი მოვალეობაა მათ გვერდით დავდგეთ, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის იბრძვის
ჩვენი მოვალეობაა მათ გვერდით დავდგეთ, ვინც საქართველოსა და ევროპის დროშებით ხელში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მშვიდობიანად იბრძვის, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ გამართულ დებატებზე უკრაინელმა დეპუტატმა, ევგენია კრავჩუკმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „იანვარში ამ ასამბლეამ საქართველოს შესახებ ძალიან ძლიერი რეზოლუცია მიიღო. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ახალი სამართლიანი არჩევნები სჭირდებოდა, აუცილებელი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და იმ კანონების გაუქმება, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ხელს უშლის. ჩვენ გავაგზავნეთ ძლიერი სიგნალები, როგორც პარტნიორებმა, როგორც ქართველი ხალხის მეგობრებმა, როგორც ერთი ევროპული ოჯახის წევრებმა და რამდენიმე თვის შემდეგ, დიალოგის ნაცვლად, ახალ რეპრესიულ კანონებს ვხედავთ. პარლამენტი იღებს კანონებს, რომლებიც ზღუდავს მშვიდობიან შეკრებას, კრძალავს განსხვავებულ აზრს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაცვლად უფრო მეტ ადამიანს აკავებს. სიტყვის გამოხატვის უფლების მხრივ მდგომარეობა უარესდება. მედიის შესახებ ახალი კანონმდებლობა ფაქტობრივად უკრძალავს დამოუკიდებელ მედიას უცხოური დაფინანსების მიღებას და სახელმწიფო მარეგულირებლის უფლებამოსილებები საშიში კონტროლის დონემდე გაფართოვდა“, - განაცხადა ევგენია კრავჩუკმა. მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლება ხალხის მოსმენის ნაცვლად, მათ გაჩუმებას ცდილობს. „ეს ყველაფერი მზარდი ავტორიტარული ტენდენციების სახით ხდება. ხელისუფლება წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან ათიათასობით ქართველი გამოდის ქუჩაში და აცხადებენ, რომ მათ ევროპა სურთ და არა რუსეთი, მომავალი სურთ და არა წარსული. ჩვენი მოვალეობაა მათ გვერდით დავდგეთ, ვინც საქართველოსა და ევროპის დროშებით ხელში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მშვიდობიანად იბრძვის. ზოგადი რეზოლუცია მკაფიო იყო, მაგრამ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, ამიტომ ისევ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებებს და ვეწინააღმდეგებით ავტორიტარიზმს“, - აღნიშნა უკრაინელმა დეპუტატმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)