12:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 14:02:08, 765 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტის, საბა სორდიას საქმეზე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, სასამართლო გადაწყვეტილებას 17 აპრილს გამოაცხადებს.

სორდია 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

დღევანდელ პროცესზე მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დაიწყეს მსჯელობა.

სორდიამ სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება.

„ჩემსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დაძაბულობა იმას მოჰყვა, რომ ისინი ზედაპირული დათვალიერების ფარგლებში არ მოქმედებდნენ, მათ თვითნებურად გადაწყვიტეს ჩემი ჩანთის ჩხრეკა. სასამართლოზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა ორმა მოწმემ. ერთი ამბობდა, რომ ჩანთას საერთოდ არ შეხებია, შემდეგმა მოწმემ კი თქვა, რომ ის იყო პოლიციელი, რომელმაც ჩემი ჩანთის გახსნის შემდეგ ერთ-ერთ ჯიბეში წაიღო ხელი, რასაც ჩემი უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ამბობდნენ, რომ მათ მონა ვუწოდე, ეს ფრაზა საერთოდ არ გამომიყენებია, როცა მათ ოქმი შეავსეს, რომელსაც ხელი არ მოვაწერე, იქ საერთოდ არ ეწერა ეს ფრაზა, მერე არის მიწერილი. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონდა ადგილი მანქანაში, არ შეუგინებიათ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში პერსონალურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ალბათ, საყურემ გამოიწვია, ინტრიგანს მეძახდნენ. სხვათა შორის, ვიდრე სხდომათა დარბაზში ამომიყვანდნენ, ერთმანეთს პირობა მივეცით, ისეთ რამეს არ ვიტყოდით, რაც არ ყოფილა, მე ეს პირობა შევასრულე, მათ ეს პირობა დაარღვიეს. ერთმა ღმერთი დაიფიცა და მოიტყუა...

რაც შეეხება პირადობას, როგორც კი მოვიდნენ, მაშინვე მივეცი. თუ მათ პოტენციურ კრიმინალად აღმიქვამდნენ, მოპედით ვიყავი, თუკი, კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება შეიძლებოდა მქონოდა, რატომ არ დაინტერესდნენ, ამას მოპედში ხომ არ ვმალავდი?“, - განაცხადა სორდიამ.

ცნობისთვის, პოლიციამ გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული წესით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics