|
2025-04-04 14:33:11, 627 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციზე - ესტონეთის საგარეო მინისტრი არის „დიფ სთეითის“ დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი
ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ცაჰკნა არის „დიფ სთეითის“ დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებაზე, სადაც ცაჰკნა მოუწოდებს ევროკავშირს, დაიწყოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი. „ეს კონკრეტული კაცი იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ეს არის „დიფ სთეითის“ დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება. ცაჰკნამაც საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს. აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს ეს საკითხი, უბრალოდ რაღაც კონკრეტული დავალებაა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)