12:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 09:57:37, 669 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციებს აფართოებს

ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციებს აფართოებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„ოპერაცია ტერორისტებისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურისგან ტერიტორიის გაწმენდის მიზნით გაფართოვდება, ხოლო დაკავებული დიდი ტერიტორიები ისრაელის უსაფრთხოების ზონაში გაერთიანდება“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ღაზის სექტორის მოსახლეობას „ჰამასის“ „დასამხობად და მძევლების დასაბრუნებლად დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ“ მოუწოდებს.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics