06:12 - 29 Jun, 2026
|
2025-04-01 13:50:23, 1488 ნახვა
ომი უკრაინაში
წლის დასაწყისიდან პირველად, უკრაინაში ღამემ დრონებით შეტევის გარეშე ჩაიარა
1-ელი აპრილის ღამე გახდა პირველი 2025 წლის დაწყებიდან, როდესაც რუსეთის ჯარს უკრაინაზე კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში არ მიუტანია. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Українська правда ავრცელებს. უკრაინის საჰაერო შეიარაღებული ძალების სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის ჯარმა 2025 წლის დაწყებიდან პირველად შეიკავა თავი დრონებით მასშტაბური შეტევისგან. თუმცა, ამის მიუხედავად, ღამეს უკრაინისთვის რუსეთის თავდასხმების გარეშე არ ჩაუვლია. დნიპროპეტროვსკის ოლქის საბჭოს თავმჯდომარის, მიხაილო ლუკაშუკის თქმით, საღამოდან დილამდე რუსეთის ჯარი განაგრძობდა ნიკოპოლის დაბომბვას. თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სამი კერძო სახლი, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა და ერთი ადმინისტრაციული შენობა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)