10:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 11:10:36, 640 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით

გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით - მოველი, საელჩოების მხრიდან, შენობაზე თავდასხმის დაგმობას, მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აცხადებს, „ადამიანის უფლებათა სახლი“, პარლამენტთან ძალადობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ჩართულ აქციების მონაწილეებს, დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში ეხმარება.

„ორი დღის წინ, ჩეხეთის, გერმანიის, ნორვეგიის ელჩები და ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები ესტუმრნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს „ენჯეოთა“ გაერთიანებას „ადამიანის უფლებათა სახლს“, რომელიც, პროკურატურის გამოძიების თანახმად, ეხმარებოდა პარლამენტთან ძალადობაში ჩართულ აქციის მონაწილეებს, დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში, რაც, ამავე დროს, შემდგომი ძალადობისთვის კარტ-ბლანშის მიცემა და მისი წახალისებაა.

გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით.

მოველი, ამ საელჩოების მხრიდან, პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას. მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ორგანიზებულ აქციაზე მოხდა“, - წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics