|
2015-02-17 11:22:28, 1765 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკმა“ ერწოში ახალი PAY Express მომსახურების ცენტრი გახსნა
„ლიბერთი ბანკმა“ თიანეთის რაიონში, ერწოს ზონაში, კერძოდ ხევსურთსოფელში “პეი ექსპრეს” (PAY Express) მომსახურების ცენტრი გახსნა. ბანკის ინფორმაციით, ახალი ცენტრი 5,000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. შედეგად, მომხმარებელს საბანკო მომსახურების მისაღებად შორ მანძილზე სიარული აღარ მოუწევს. საბანკო მომსახურების გარდა, დღეიდან მომხმარებელს სახელმწიფო ვაუჩერების განაღდების და კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდის საშუალება ეძლევა. აღსანიშნავია, რომ 6 საშუალო სკოლის პედაგოგები და თანამშრომლები ხელფასის აღებას სწორედ ამ ფილიალში შეძლებენ. საქართველოს მასშტაბით, „ლიბერთი ბანკს“ მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს, რაც 629 მომსახურების წერტილს აერთიანებს. მათ შორის არის 274 პეი ექსპრეს (PAY Express) ცენტრი. „ლიბერთი ბანკი“ მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელადაც შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ამჟამად, „ლიბერთი ბანკი“ 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)