|
2016-03-13 15:36:30, 676 ნახვა
საზოგადოება
დღეს 18:00 საათზე სამების ტაძარში შენდობის წესი შესრულდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს შენდობის დღე მიულოცა. როგორც უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, დღეს, 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი შესრულდება, ხოლო, ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, სვეტიცხოვლის ტაძარში, 18:00 საათზე, ანდრია კრიტელის კანონი შესრულდება. დღესვე ილია მეორემ რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა. შეგახსენებთ, დღეს შენდობის დღეა, დღე, როდესაც ყველამ პატიება უნდა ითხოვოს ჩადენილის გამო. მიტევების კვირა განსაკუთრებული დღეა. ის წელიწადში მხოლოდ ერთხელ აღინიშნება. ამ დღეს ყოველი ადამიანი გაახელს თუ არა თვალს, უფალს სთხოვს შენდობას, ღრმად იხედება თავის სულში და რაც უფრო ცხადად ხედავს თავის ცოდვებს, მით მეტი სინანულით ევედრება უფალს მიტევებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)