14:33 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 17:23:06, 856 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი - „მეგობარ აქტს“ არ ექნება წინააღმდეგობა და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ "მეგობარ აქტს" სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება და სხვა კომიტეტებსაც უპრობლემოდ გაივლის. 

ხიდაშელი ამბობს, რომ ახლა ჯერი "ოცნებაზეა", რომელსაც, მისი თქმით, შეუძლია სიტუაცია შემოაბრუნოს და ქვეყანას ნეგატიური შედეგები თავიდან ააცილოს. 

ახლა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად სესიაზე გავიდეს და სენატის ერთიანმა შემადგენლობამ დაამტკიცოს "მეგობარი აქტი". მას არ ექნება წინააღმდეგობა ამას გეუბნებით პრაქტიკულად, სრული პასუხისმგებლობით. არჩევანი ამ თვითმარქვია ხელისუფლებაზეა. მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ პროცესი მკვეთრად შემოაბრუნონ და თავიდან ააცილონ ქვეყანას ის ნეგატიური შედეგები, რომელიც ამის შედეგად დადგება", - ამბობს თინა ხიდაშელი.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარი აქტი" დაამტკიცა. 

ახლა უკვე დოკუმენტი განსახილველად სხვა კომიტეტებს გადაეცემათ. რეჟიმის სანქცირების დოკუმენტის განხილვა სენატის კომიტეტებში, სავარაუდოდ,  უახლოეს დღეებში დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics