16:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 16:44:10, 641 ნახვა

მსოფლიო
„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ორი რაკეტა თავდაცვის ძალებმა ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლამდე ჩამოაგდეს.

სარაკეტო საფრთხის გამო, ცენტრალურ ისრაელში, იერუსალიმსა და მიმდებარე ქალაქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ცნობისთვის, ისრაელის მიერ ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ „ჰუსიტები“ ისრაელის მიმართულებით რაკეტებსა და დრონებს უშვებენ. 15 მარტის შემდეგ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებს აშშ ახორციელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics