|
2025-03-26 18:44:46, 1484 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული დარტყმების შესაჩერებლად მსოფლიოს მხრიდან მკაფიო ზეწოლა და ძლიერი ქმედება უნდა იყოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რუსეთი ყოველ ღამით თავისი თავდასხმებით პარტნიორების სამშვიდობო წინადადებაზე უარს ამბობს. „ღამით ჩვენს ცაზე იყო კიდევ 117 მტკიცებულება იმისა, თუ როგორ აგრძელებს რუსეთი ამ ომის გაჭიანურებას. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ ასეთი მასშტაბური თავდასხმების განხორციელება არის ნათელი სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ მოსკოვი არ აპირებს რეალურ მშვიდობას. ფაქტობრივად, ყოველ ღამით თავდასხმებით რუსეთი ჩვენი პარტნიორების სამშვიდობო წინადადებაზე უარის თქმას აგრძელებს. უნდა იყოს მკაფიო ზეწოლა და მსოფლიოს მხრიდან ძლიერი ქმედება რუსეთზე, მეტი ზეწოლა, მეტი სანქციები შეერთებული შტატების მხრიდან – რუსული დარტყმების შესაჩერებლად“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)