07:38 - 29 Jun, 2026
|
2025-03-24 18:25:47, 1354 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს - დაშავდნენ ბავშვები
რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, არტემ კობზარზე დაყრდნობით ავრცელებს. სუმის მერის, არტემ კობზარის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ არტიუხის ცნობით, რუსული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად სკოლა, საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. „მტერმა სარაკეტო შეტევა ქალაქის ცენტრზე განახორციელა. ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ, ახლა მათი ევაკუაცია მიმდინარეობს, ყველა ცოცხალია“, - წერს ვლადიმერ არტიუხი „ტელეგრამის“ არხზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)