20:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 09:21:55, 413 ნახვა

მსოფლიო
ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მთელი დღის განმავლობაში დაიკეტება

ლონდონის ჰითროუს აეროპორტი დღეს მთელი დღის განმავლობაში არ იმუშავებს ახლომდებარე ელექტრო ქვესადგურში მომხდარი ხანძრის გამო, რომელიც მას ელექტროენერგიას აწვდის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ხანძრის გამო აეროპორტში ელექტროენერგია გაითიშა.

„ჩვენი მგზავრებისა და კოლეგების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ჰითროუ დაკეტილი იქნება 21 მარტის 23:59 საათამდე. მგზავრებს ვურჩევთ, არ გაემგზავრონ აეროპორტში და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ლონდონის დასავლეთში, ჰეისში მდებარე ქვესადგურზე გაჩენილმა ხანძარმა ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და მიმდებარე ტერიტორიებიდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. ლონდონის სახანძრო ბრიგადის ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად ათი სახანძრო მანქანა და 70-მდე მეხანძრე გაიგზავნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics