21:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 15:20:44, 715 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - ევროპა ომის პარტიად გადაიქცა

ევროპა „ომის პარტიად“ გადაიქცა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ბრიუსელიდან სიგნალები ყოველდღიურად გვესმის. მთავარი სიგნალები ბრიუსელიდან და ევროპული დედაქალაქებიდან ახლა ევროპის მილიტარიზაციის გეგმებს ეხება, რაც კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიების შესახებ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება. ევროპა ომის პარტიად კიდევ უფრო მეტად გადაიქცა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის შესახებ მოსკოვს ბრიუსელიდან სიგნალი არ მიუღია.

„არა, არანაირი სიგნალი არ ყოფილა“, - აღნიშნა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics