|
2025-03-20 14:02:21, 846 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის მერის დაკავებასთან დაკავშირებით დაწერილი პოსტების გამო თურქეთში 37 პირი დააკავეს
სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებაზე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო თურქეთში 37 პირი დააკავეს. გუშინ, 19 მარტს სტამბოლის მერი, ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. იმამოღლუს დაკავების შემდეგ მთავრობის მიერ მანიფესტაციის 4-დღიანი აკრძალვის დაწესების მიუხედავად, მერის დაკავებას თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი აპროტესტებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას მიხედვით, თურქეთის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელში 261 მომხმარებლის იდენტიფიცირება მოახდინა, მათ შორის, 62 საზღვარგარეთ, რომლებიც "პროვოკაციული პოსტებით დანაშაულსა და ზიზღს უკეთებენ პროვოცირებას" მთავარი ოპოზიციური ძალის, თურქეთის სახალხო რეპუბლიკური პარტიის ლიდერის, ოზგიურ ოზელის თქმით, იმამოღლუს დაკავება არის "გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ". ინტერნეტ მონიტორინგის ჯგუფის, NetBlocks-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდულია X-ის, YouTube-ის, Instagram-ისა და TikTok-ის წვდომა. მანამდე, 18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. იმამოღლუ სტამბოლის მერად 2019 წელს აირჩიეს, ხოლო 2024 წელს ეს პოსტი ხელახლა დაიკავა. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2028 წელს არის დანიშნული. უახლოეს დღეებში თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია პრაიმერიზისთვის ემზადებოდა, სადაც იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა აერჩიათ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)