20:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 12:26:08, 683 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - უკანონოდ გათავისუფლებული ყველა საჯარო მოხელე სამართლიანად უნდა აღდგეს სამსახურში

„ოცნების“ კორუმპირებული და გაუმაძღარი რეჟიმი დიდი ხანია საჯარო სექტორს ხრავს - „ოცნებამ“ 150 ადამიანი გაათავისუფლა თავდაცვის სამინისტროდან - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას.

„150 ადამიანი გაათავისუფლა „ოცნებამ“ თავდაცვის სამინისტროდან - პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება! „ოცნების“ კორუმპირებული და გაუმაძღარი რეჟიმი დიდი ხანია საჯარო სექტორს ხრავს, ისინი ხალხს მხოლოდ იმის გამო ტოვებენ შემოსავლის გარეშე, რომ მათ საქართველოს ევროპული მომავალი სურთ.

ეს არის პოლიტიკური რეპრესიების კიდევ ერთი გამოვლინება. ხელისუფლება ცდილობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ საკუთარი პარტაქტივი დაასაქმოს და საკუთარი გავლენა ამ ფორმით, შიშით და საჯარო მოხელეების მძევლად აყვანით შეინარჩუნოს! პროფესიონალი ადამიანი უმუშევრად დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლების და ევროპული კურსის მხარდაჭერა გაბედა! ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე სამართლიანად უნდა აღდგეს სამსახურში! პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას“,- წერს ბექა ლილუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics