|
2025-03-19 20:08:13, 734 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ახლახანს დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი დასრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ტრამპის ცნობით, სატელეფონო საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და მისივე თქმით, პრეზიდენტებმა რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების კოორდინაციის მიზნებზე ისაუბრეს. "ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. დისკუსიის დიდი ნაწილი ეყრდნობოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინდელ საუბარს რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების კოორდინაციის მიზნით. ჩვენ მოლაპარაკებების გზაზე ვართ და მე ვთხოვ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ უოლცს განხილული პუნქტები ზუსტად აღწერონ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება", - წერს ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)