21:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 15:03:29, 447 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი - უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ

უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებაზე პასუხის მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს. ეს არის დიახ ან არა. არავითარი მაგრამ ან პირობების წამოყენება. უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას ყოველგვარი პირობების გარეშე დათანხმდა“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

მისი თქმით, ერთადერთ გამოსავალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შეწყვეტა წარმოადგენს.

„თუ რუსეთი არ დათანხმდება, ჩვენ უკრაინის გასაძლიერებლად მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, რათა რუსეთი დარწმუნდეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics