19:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 00:08:08, 3027 ნახვა

კომენტარი
ტრამპი - პუტინთან შევთანხმდით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან მის ზარზე და თქვა, რომ განიხილეს "სამშვიდობო ხელშეკრულების ბევრი ელემენტი".

“დღეს რუსეთის პრეზიდენტთან, პუტინთან სატელეფონო საუბარი ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო. ჩვენ შეთანხმდით, რომ დაუყოვნებლივ შეწყდება ყველა ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმები.

შევთანხმდით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და, საბოლოოდ, ამ ძალიან საშინელი ომის დასრულებაზე რუსეთსა  და უკრაინის შორის. 

ომი არ დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი! მშვიდობის კონტრაქტის მრავალი ელემენტი განვიხილეთ, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცის  სიკვდილი  შეჩერდეს ორივე მხარეს. პრეზიდენტ პუტინსაც  და ზელენსკისაც სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ეს პროცესი ახლა სრულად მუშაობს, და იმედია, კაცობრიობისთვის  ამ საქმეს მოვაგვარებთ!”-განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა. აღინიშნა, რომ საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრისას პუტინმა უკრაინასთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შემოღების რამდენიმე პირობა წამოაყენა. კერძოდ, მან მოითხოვა უკრაინაში მობილიზაციის შეწყვეტა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაიარაღება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics