|
2016-03-11 18:25:57, 527 ნახვა
პოლიტიკა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ინტერნეტსივრცეში პირად ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტს ეხმაურება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ინტერნეტსივრცეში პირად ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტს ეხმაურება. ინსპექტორი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები ოპერატიულად გამოიძიებენ არა მხოლოდ ჩანაწერის გავრცელების, არამედ წარმომავლობისა და აუთენტურობის საკითხს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება დღეს, დისკრედიტაციის მიზნით ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტს. ინსპექტორი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები ოპერატიულად გამოიძიებენ არა მხოლოდ ჩანაწერის ინტერნეტსივრცეში გავრცელების, არამედ ჩანაწერის წარმომავლობისა და აუთენტურობის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მოხდა მასალაზე წვდომის შეზღუდვა, ინსპექტორი მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მასალა ხელმისაწვდომი გახდა, თავი შეიკავონ ვიდეომასალის შემდგომი გავრცელებისგან, რათა პირადი ცხოვრების ხელყოფის გამო უფრო მეტი ზიანი არ მიადგეს ჩანაწერში ასახული პირების და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)